2021 წლიდან სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 ათასამდეა, სწავლის საფარულს დაუფინანსდებათ. დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 და ნაკლები ქულა აქვთ. ხოლო, თანხის რამდენ პროცენტს მიიღეს სტუდენტი, დამოკიდებული იქნება როგორც მის აკადემიურ მოსწრებაზე, კერძოდ სემესტრულ ქულაზე, ასევე, სოციალურად დაუცვეთა ბაზაში სარეიტინგო ქულებზე.
სტუდენტების დაფინანსება თბილისის მერიის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
“მეტრონომი” დედაქალაქის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა და დეტალურად გაარკვია, რა პროცედურები უნდა გაიარონ სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა სწავლის დაფინანსების მისაღებად.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაფინანსების მისაღებად რეგისტრაცია 2021 წლის 1-ლი მარტიდან დაიწყება, ხოლო სტუდენტებმა საჭირო დოკუმენტაცია მერიის კანცელარიაში უნდა წარადგინონ.
დაფინანსების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;
- უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი.
- ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;
- უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
ამასთან, მერიაში განმარტავენ, რომ დაფინანსებას მიიღებს სოციალურად დაუცველი ნებისმიერი სტუდენტი, რომელსაც აქტიური სტატუსი და სემესტრული ქულა (GPA) მინიმუმ 51 აქვს. თუმცა, დაფინანსების რაოდენობა განისაღვრება სწორედ სემესტრული ქულით. კერძოდ, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა სემესტრული ქულა 51-70-ია, მათ სწავლის საფასურის 50% დაუფინანსდებათ, თუ მათი ქულა 70-90-ს შორისაა, მათ გადასახდელი თანხის 70% დაუფინანსდებათ, იმ სოციალურდა დაუცველ სტუდენტებს კი, რომელთა აკადემიური მოსწრება მაღალია და მათი სემესტრული ქულა 91-დან 100-მდეა, მერია სწავლის საფასურს სრულად დაუფარავს.
ხოლო, სტუდენტები, რომლებიც პროგრამის პირობებს დააკმაყოფილებენ, სწავლის დაფინანსებას განცხადების წარდგენიდან დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მიიღებენ.
“მეტრონომა” ასევე გაარკვია, რა ხდება, თუ დაფინანსების მიღებამდე უნივერსიტეტები სტუდენტებს საფასურის დროულად დაფარვას მოსთხოვენ. მერიის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში, სტუდენტებს შეუძლიათ, განცხადება შეიტანონ მათი უნივერსიტეტების ადმინისტრაციაში, სადაც განმარტავენ, რომ დაფინანსების მიღებაზე ისინი მერიისგან პასუხს ელოდებიან.
ოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსების გაცემა ხდება სემესტრულად. სტუდენტს ექნება საშუალება, თბილისის მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა წლიურად 2 250 ლარია, ხოლო სემესტრულად – 1 125 ლარი
ავტორი: თათია შაიშმელაშვილი