ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ხაზარაძესა და ჯაფარიძეს შეეშინდათ კომისიაზე მოსვლის, რადგან საზოგადოებას კიდევ ერთხელ და საჯაროდ არ დაენახა მათი რეალური სახე, რომელიც ძალიან მახინჯია“ – თეა წულუკიანი

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს შეეშინდათ კომისიაზე მოსვლა, რადგან საზოგადოებას კიდევ ერთხელ და საჯაროდ არ დაენახა მათი რეალური სახე, რომელიც ძალიან მახინჯია, – ამის შესახებ “2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის” ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სხდომაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ბადრი ჯაფარიძის საქმე პროკურატურას გადაეგზავნოს, მამუკა ხაზარაძეს კი უფლება აქვს, თავი ან გამოძიებას დააკითხინოს, ან მაგისტრატ მოსამართლეს.

“ნებავს გამომძიებლის წინაშე დააკითხვინებს თავს, ან მოითხოვს მაგისტრანტ მოსამართლესთან დაკითხვას. მთავარი ის არის, რომ მას მოუწევს დაკითხვაზე მისვლა და მოუწევს გასცეს პასუხი შეკითხვას – რატომ არ გამოცხადდა კომისიის წინაშე. “თიბისი ბანკი,” ბატონი მამუკა, ბატონი ბადრი ფიგურირებენ ბევრ საქმეში, მაშინ გამოდის, რომ სწორედ მათ არ ჰქონდათ ამის ლეგიტიმაცია და კანონიერი საფუძველი. ისინი ყოფილან წინა რეჟიმის ინსტრუმენტები და რეალურად რეკეტის განმახორციელებლები კეზერაშვილის და სხვათა ხელში.

მათ შეეშინდათ კომისიაზე მოსვლის, რადგან შეეშინდათ საზოგადოებას კიდევ ერთხელ და საჯაროდ დაენახა მათი რეალური სახე. მათი რეალური სახე არის ძალიან მახინჯი,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტის მიერ შექმნილი “წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიაში”  “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც დაიბარეს. “საგამოძიებო კომისია” “გამოუცხადებლობის გამო”, მამუკა ხაზარაძის საქმეს ოლიგარქის პროკურატურაში გაგზავნის.

გარდა ამისა, “საგამოძიებო კომისიის”  მუშაობაში მონაწილებას არ მიიღებს “კოალიცია ცვლილებისთვის”.

“საგამოძიებო კომისიამ” დაიბარა ზურაბ ჭიაბერაშვილიც, რომელიც, ასევე, არ აპირებს მისვლას.

იტვირთბა....