“გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პარლამენტმა სცნო მისი, როგორც დეპუტატის უფლებამოსილება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, კერძოდ:
“სცნეს ჩემი როგორც დეპუტატის უფლებამოსილება. დავწერე განცხადება, გამიუქმეთ მანდატი, უარს ვამბობ პარლამენტის წევრობაზეთქო. კენჭი უყარეს და უმრავლესობით გადაწყვიტეს – არაო, აქ უნდა ეგდოო, შენ რა გინდა არავის აინტერსებს, ჩვენ ვწყვეტთ შენ სად იმუშავებ და სად არაო, და ამჟამად პარლამენტში ხარ გამწესებულიო.
ამ გადაწყვეტილების შედეგად მეკრძალება პრაქტიკულად ყველანაირი საქმიანობა, გარდა საგანმანათლებლო საქმიანობისა, ანუ, ხვალ რომ ვინმემ წელიწადში მილიონიან-შემოსავლიანი ბიზნესი ან სამსახური შემომთავაზოს – უფლება არ მაქვს დავთანხმდე. მეტიც, მევალება რომ რაღაც დეკლარაცია შევავსო და ჩავაბარო სახელმწიფოს, თუ არ ჩავაბარებ, 1,000 ლარით მაჯარიმებენ.
თუ არ გადავიხდი, ანგარიშებზე ინკასოს მადებენ. თუ მაინც არ ჩავაბარებ დეკლარაციას, სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ ჩემზე და (აქ ხდება ყველაზე საინტერესო)
…
გამიუქმებენ მანდატს
ახლა თავიდან წაიკითხეთ პირველი ორი აბზაცი
——
პ.ს. კობახიძე, მდინარაძე და მათი მეგობრები სერიოზული სახით ამტკიცებენ რომ:
– ეს არის სწორი
– ეს არ არის თავისუფლების შეზღუდვა
– ეს წერია კონსტიტუციაში
– ანუ ასეთი სირული კონსტიტუცია გვაქვს