aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ეს პაციენტისთვის თავგანწირვაა …“ – ექიმი თამარ მოლაშვილი თავის კოლეგის შესახებ საინტერესო სტატუსს აქვეყნებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექიმი თამარ მოლაშვილი თავის კოლეგის, პროფესორ ვახტანგ ქაცარავას შესახებ საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს…

– ბატონო ვახტანგ, მე რომ გასწავლეთ სუნთქვის ვარჯიში, აკეთებთ?

– აბა, რა, დღეს სამი კილომეტრი ფეხითაც ვიარე…

– ბატონო ვახტანგ, არ აჩქარდეთ.

– რას ამბობ, თამრიკო, პაციენტების მიღება დავიწყე უკვე. უბრალოდ, საოპერაციოში ჯერ არ შევსულვარ… მალე შევალ.

არა!

ეს მარტო პროფესიის სიყვარული არ არის. ეს თავგანწირვაა პაციენტისადმი. როდესაც იცი, რომ ზურგმოშვერილი ისევ კოვიდინფიცირებული, ან კოვიდინფექცია გადატანილი ადამიანი დაგიდგება.

ყველაზე მეტად ახლა უჭირს, ყველაზე მეტად შენი სჯერა.

არადა…

არადა, რამდენიმე დღის უკან თავად ებრძოდა…

ხო, აღარ გავაგრძელებ.

ოხ, რომ იცოდეთ, როგორ მეამაყებით, ბატონო ვახტანგ!“ – წერს თამარ მოლაშვილი.

იტვირთბა....