„გუშინ წინ განახლდა კიდევ „ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის“ მონაცემები. ჩვენ ისევ ვრჩებით 72 პროცენტზე პირბადის ტარების მაჩვენებლით. ეს კარგია. 45-დან ავედით 72-ზე. მაგრამ იქ არის პროგნოზი, თუ ავალთ 95 პროცენტზე, მაშინ მაისისთვის ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვს შევამცირებთ და გვექნება ათეულების ფარგლებში, 10, 20, 30, დაახლოებით ამ ფარგლებში. ამიტომ, ეს მარტივი ღონისძიებაა, რომელიც უნდა გაითავისოს თითოეულმა ადამიანმა. პირბადის სწორად ტარება დღეს გახლავთ ყველაზე ძლიერი პრევენციული საშუალება, მისი ყველგან ტარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს მესიჯი გთხოვთ, ხშირად გამეორდეს.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.