ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელი ლეონიდ ვოლკოვი 14 თებერვლისთვის რუსეთში მასობრივ აქციებს აანონსებს და პროტესტის განსხვავებულ ფორმატზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “დოჟდი” ავრცელებს.
“ამჯერად, ყველაფერს გავაკეთებთ ეშმაკურად. მოვიქცევით ისე, რომ მილიციასთან დაპირისპირებას გავექცეთ” – აცხადებს ვოლკოვი, რომელიც სათავეში ჩაუდგა რეგიონალური პროტესტის ორგანიზებას და ნავალნის გათავისუფლების პარალელურად, საზოგადოებას არსებული რეჟიმის შეცვლისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს, რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც მოქალაქეების მასობრივი დაპატიმრებებით დასრულდა. თავად ალექსეი ნავალნი კი, რომელიც გამოჯანმრთელების შემდეგ რუსეთის დედაქალაქში დაბრუნდა, პუტინის რეჟიმმა ციხეში 3,5 წლით ციხეში გაუშვა.