ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

,,აუცილებლად შეგვატყობინეთ” – მოძრაობა “სირცხვილიას” განცხადება

მოძრაობა ,,სირცხვილია” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც 6 თებერვალს, ,,დაუმორჩილებლობის მარშში” მონაწილეობნენ.

,,შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო იმ მოქალაქეთა დაჯარიმების პროცესი, რომლებიც 6 თებერვალს გამართულ დაუმორჩილებლობის მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ შსს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ დაკისრებული ჯარიმის შესახებ, ან პოლიციის განყოფილებაში მისვლა გთხოვეს – აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ.

სახალხო დამცველის განცხადება 2020 წლის 9 ნოემბრის დაუმორჩილებლობის დღეს:

,,მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება”.

შესაბამისად, სამართალდამცავების მიერ საპროტესტო აქციაში მონაწილე პირებისთვის 2000-ლარიანი სახდელის დაკისრება არის არაკონსტიტუციური, პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიული აქტი, რომელიც არღვევს შეკრება – მანიფესტაციის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....