aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა საკითხებზე იმსჯელა კლინიკურმა ჯგუფმა – გაბუნიას განმარტება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“სამედიცინო ჯგუფმა პოსტკოვიდური პერიოდის საკითხებზე იმსჯელა, თუ რა გამოკვლევებია საჭირო ამ პერიოდში, რაც სამომავლოდ აუცილებლად აისახება სახელმწიფო პროგრამებში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კლინიკური ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ეს ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებლობას მისცემს, სწრაფად გამოავლინოს ის საჭიროებები, რაც პოსტკოვიდურ პერიოდში, პაციენტის მკურნალობისთვის არის აუცილებელი.

“ჯგუფმა იმსჯელა მონოკლონული ანტისხეულების დანერგვის პერსპექტივაზე საქართველოში, რადგან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ უკვე შემოგვთავაზა თანამშრომლობა ამ მიმართულებით. რაც მთავარია, ჯგუფი მსჯელობდა პოსტკოვიდური პერიოდის მონიტორინგის საკითხებზე იმაზე თუ რა გამოკვლევები არის აუცილებელი ამ პერიოდში, რაც სამომავლოდ შესაბამისად აისახება სახელმწიფო პროგრამებში იმისათვის, რომ პოსტკოვიდური მეთვალყურეობა იყოს სრულყოფილი და გართულებების გამოვლენის შესაძლებლობის სწრაფი საშუალება გვქონდეს”, – განაცხადა გაბუნიამ.

იტვირთბა....