ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ISIS-ის წინააღმდეგ გერმანიაც იბრძოლებს

გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ISIS წინააღმდეგ ბრძოლის წარმოებას. გერმანია სირიაში მზვერავ და საწვავით მომმარაგებელ თვითმფრინავებს გაგზავნის. მანამდე ქვეყანამ  სირიაში 1200 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბუნდესტაგმა  მიიღო გადაწყვეტილება  გაიზარდოს გერმანიის როლი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ საჰაერო დარტყმებს გერმანია არ განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ  გერმანიის კონსტიტუციით  აიკრძალა სხვის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმების განხორციელება.

 

 

 

იტვირთბა....