დღეიდან დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. კერძოდ, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, გაიხსნა ღია და დახური ტიპის ბაზრობები.
თუმცა, ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა არ იგეგმება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ 6 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირება და მისი აღდგენა არ არის დაგეგმილი. ჯერ ვსაუბრობთ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე. მაგრამ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჯერ არ აღდგენა. შევაფასებთ 1 კვირაში ეპიდვითარებას და შევაფასებთ ამ შეზღუდვების შემსუბუქებას. უკვე 1 კვირის განმავლობაში გვექნება საშუალება ვითარებას დავაკვირდეთ და თუ ეს ვითარება გაუმჯობესდება, შემდეგი ნაბიჯები გადაიდგმევა უფრო სწრაფად”, – განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, მთავრობამ შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. 8 თებერვლიდან ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა. ასევე, 8 თებერვლიდან ფუნქციონირება დაიწყო ბაზრობებმაც. სწავლა სასწავლო ოთახებიდან კი 15 თებერვლიდან განახლდება. ასევე, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.