ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა უნდა იცოდეს ალერგიულმა პაციენტმა ვაქცინაციამდე – ექიმის განმარტება

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი მაია გოთუა განმარტავს, რა უნდა იცოდეს ალერგიულმა პაციენტმა ვაქცინაციამდე.

როგორც ექიმი ტვ “პირველის” ეთერში აცხადებს, საერთაშორისო რეკომენდაციით, ადამიანები ვაქცინაციის შემდეგ 15 წუთი დაკვირვების ქვეშ უნდა იყვნენ.

„თუ ადამიანი არის ალერგიული მტვრის, მცენარის, საკვების მიმართ, ასეთ პაციენტებზე არის საერთაშორისო რეკომენდაცია, რომ ისინი აცრის შემდეგ 15 წუთი იყვენენ დაკვირვების ქვეშ. საქართველოს კანონმდებლობით და ჩვენც ასე გვირჩევნია, რომ პაციენტი უფრო დიდხანს გვყავდნენ დაკვირვების ქვეშ და თუკი ანამნეზში მას აქვს მსუბუქი ან მძიმე ალერგიული რეაქცია, დაყოვნდეს 30 წუთი“, – განაცხადა ექიმმა.

ამასთან, ექიმმა განმარტა, რა ტრენინგი უტარდებათ ამცრელ ბრიგადებს. თავად ტრენინგები კი, მისი თქმით, უკავშირდება შესაძლო გართულელებსა და მის მართვას.

„ტრენინგი, რომელიც ამცრელ ბრიგადებს უტარდებათ, მოიცავს ინფორმაციას შესაძლო გართულებებზე. გაწერილია ის აღჭურვილობა, რაც მათ უნდა ჰქონდეთ ადგილზე მწვავე რეაქციის სწრაფი და მყისიერი რეაგირებისთვის. ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ შესაძლო გართულების ამოცნობა ადრეული ნიშნებით. თუ მოხდა ამ ადრეული ნიშნების პროგრესირება, რა მედიკამენტები უნდა იქნას გამოყენებული. გადამრჩენი ანაფილაქსიისთვის არის ადრენალინი. ყველა ბრიგადას ექნება ალგორითმი, რა მოქმედების შემდეგ რა უნდა გაკეთდეს. აღსანიშნავია, რომ ეს აცრები გაკეთდება კლინიკებსა და საავადმყოფოებში, რომელთაც აქვთ გადაუდებელი დახმარებისა და ინტენსიური თერაპიის ჩატარების შესაძლებლობა. საჭიროების შემთხვევაში დაიწყებს დახმარებას ბრიგადა და მას აუცილებლად დაეხმარება სტაციონარული ჯგუფი, თუ ამის საჭიროება იქნება“, – განაცხადა გოთუამ.

 

იტვირთბა....