ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლილოს ბაზრობაზე მაღაზიებს ხანძარი გაუჩნდა – გადამწვარია მიმდებარე ტერიტორიაც

ლილოს ბაზრობაზე, რომელმაც მუსაობა დღეიდან განაახლა, ხანზარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად 60 კვადრატული მეტრი ფართობის ტერეტორია დაიწვა.

ხანრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. არსებული ინფორმაციით კი, არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის ინფორმაციით, ბაზრობაზე ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

“ხანძარი გაუჩნდა მაღაზიებს. რამდენიმე წუთში ადგილზე მობილიზებული იყო 11 სახანძრო ბრიგადა. არსებობდა ხანძრის გავრცელების საფრთხე გვერდით არსებულ მაღაზიებზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად ხანძრის მალევე ლოკალიზება მოხდა. დამწვარი არის 60 კვადრატამდე. დაშავებული არავინაა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური და დაადგენენ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს”,- განაცხადა კერესელიძემ.

შეგახსენებთ, დღეიდან ბაზრობებმა ქვეყნის მასშტაბით მუშაობა განაახლა. შეზღუდვები ძალაში რჩება შაბათ-კვირის დღეებში.

იტვირთბა....