კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე სოციალური ქსელის საშუალებით “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება.
“მეტრონომი” კონსტიტუციონალისტის “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
ხაზარაძე: „აუცილებლად ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა“ (მნიშვნელოვანია, რომ ამ კაცს აქვს პრეტენზია რომ ეს ქვეყანა მართოს).
რა თქმა უნდა, ასეც უნდა მოვიქცეთ, რომ მდიდრები აიცრან, ღარიბები რაც მალე მოკვდებიან უკეთესია. საერთოდაც, ვაქცინაციის პრიორიტეტები სახელმწიფომ კი არ დაადგინოს, რისკ ჯგუფების და საჭიროების მიხედვით, არამედ თავისუფალმა ბაზარმა. ვისაც ფული აქვს იმათი მშობლები გადარჩბიან, ვისაც არა დაიხოცებიან.
თან ცოტა ფულსაც გააკეთებენ. სტატუს კლიენტებს ურიგოდ დაარჭობენ პირდაპირ თBჩ-ის ფილიალებში. რატომაც არა? სადაც სეგრეგირებული მომსახურების მიღება მოსულა, 100 ლარით მეტი შემოსავლის გამო, სიცოცხლეც სეგრეგირებულად დავარიგოთ.” – წერს მენაბდე სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე იხილეთ მამუკა ხაზარაძის განცხადება
ხაზარაძე: „აუცილებლად ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა“ (მნიშვნელოვანია, რომ ამ კაცს აქვს პრეტენზია…
Posted by Vakhushti Menabde on კვირა, 07 თებერვალი, 2021

