ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა შემთხვევაში მოიხსნება სრულად რეგულაციები – თამარ გაბუნიას განმარტება

“დადებითობის მაჩვენებელი თუ ოთხ პროცენტს ქვემოთ შენარჩუნდება, შეგვიძლია, უფრო თამამ გადაწყვეტილებებზეც ვისაუბროთ,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

გაბუნიას განმარტებით მთავრობა აღნიშნულის გავლის შემდეგ უფრო თამამ გადაწყვეტილებებზე დაიწყებს საუბარს.

„როდესაც გავივლით ეტაპობრივი გახსნის ფაზებს და შევხედავთ, რომ დადებითობის მაჩვენებელი ნარჩუნება ოთხ პროცენტს ქვემოთ, შემდეგ უკვე შეგვიძლია, უფრო თამამ გადაწყვეტილებებზეც ვისაუბროთ და ეს იქნება რესტორნების, შიდა სივრცის გახსნა და კიდევ სხვა დანარჩენი ბიზნესი.

ინსპექტირების სამსახური კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს მონიტორინგს, ბიზნესგარემოში ყველა წესი რომ იყოს დაცული.

საზოგადოებრივ ტრანსპორტშია მნიშვნელოვანი ინდივიადუალური დაცვის საშუალებების გამოყენება, პირბადის ტარება და ამაზეც მონიტორინგი გამკაცრდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

იტვირთბა....