ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში, კოვიდ 19-ით ინფიცირებისგან კვლავ 14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 14 ადამიანი გარდაიცვლა. სულ ჯამში კი გარდაცვლილთა რიცხვმა  3 283-ს მიაღწია. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნის ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ის ინფექციისგან 799 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო საერთო ჯამში ვირუსისგან 253 614-მდე ადამიანი განიკურნა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში, კორონავირუსის 404 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

იტვირთბა....