ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში, კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 404 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნის ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ის ინფექციისგან 799 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო საერთო ჯამში ვირუსისგან 253 614-მდე ადამიანი განიკურნა.

ამასთან, stopcov.ge-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 14 ადამიანი გარდაიცვლა. სულ ჯამში კი გარდაცვლილთა რიცხვმა  3 283-ს მიაღწია.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 404 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში დაფიქსირდა.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 450 ადამიანი, ხოლო ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში  14 099 ადამიანი იმყოფება.

სულ 6 ოქტომბრიდან – 6 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 609 პირი.

იტვირთბა....