“ყველაფერს აქვს საზღვარი, მე თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ ის უსამართლობის სიმბოლო, რაც მაჯაზე მეკეთა, მომეშორებინა და ეს იყო ერთგვარი პროტესტი, რა გააკეთა “ოცნებამ?” ის ვალდებული იყო მოსულიყო ჩემთან სახლში, წარმოედგინა ახალი სამაჯური და ეთქვა: აი, თქვენ რომ სამაჯური გადააგდეთ, ახალი სამაჯური მოგიტანეთ… ამის ნაცვლად, ისინი წავიდნენ სასამართლოში… ვერ დამიჭერენ, გამორიცხულია… ერთი თმის ღერიც ვერ ჩამომივარდება თავიდან, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.”
ნიკა მელია – პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე
ამის შესახებ ნიკა მელიამ მთავარ დებატებში”განაცხადა.
ცნობისთვის, პროკურატურაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე ნიკა მელია შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. პროკურატურის ინფორმაციით, თუ მელია დაკისრებულ თანხას არ გადაიხდის, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საგამოძიებო უწყებას უკვე უპასუხა და განაცხადა, რომ ის გირაოს არ გადაიხდის და ვერც დაიჭერენ.