ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“წულუკიანს პირდაპირ უთხრეს, რომ უზრდელია”- ნინო ბურჯანაძე

“ერთიანი საქართველოს” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა თეა წულუკიანს პირდაპირ უთხრა, რომ ის უზრდელია. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ “მთავარი დებატებში” განაცხადა.

ბურჯანაძის შეფასებით, თეა წულუკიანს ეგონა, რომ როგორც ოპოზიციას ელაპარაკება, ისე დაელაპარაკებოდა ევროკავშირის ელჩსაც.

“ცუდი ტონი რას ნიშნავს ადამიანურ ენაზე? ნიშნავს, რომ უზრდელობაა. თეა წულუკიანს პირდაპირ უთხრეს, რომ ის უზრდელია. ეტყობა, წულუკიანმა ჩათვალა, რომ მას ჰარცელთანაც ისე შეუძლია ლაპარაკი, როგორც, მისი ჭკუით, ოპოზიციას ელაპარაკებოდა – გახსოვთ თქვენ, რას ამბობდა: “ოპოზიციამ შავები ჩაიცვას” და მისთანები… ვფიქრობ, მისთვის დიდი პატივია, ამდენ ხანს რომ მასზე ვლაპარაკობთ, ისე კი, მადლობის მეტი რა გვეთქმის, რაც მეტ ასეთ სისულელეს იტყვიან და გააკეთებენ, ჩვენთვის უკეთესია”,’- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, კარლ ჰარცელმა თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის გამოცხადებაზე აღნიშნა, რომ უსიამოვნების და გაკვირვების განცდა დაეუფლა. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებთ, დამატებითი განმარტების მიზნით, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პარლამენტში პირადად წულუკიანის მიწვევით მივიდა.

იტვირთბა....