აქციაზე, სადაც მოქალაქეები პროტესტის ნიშნად ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არღვევენ, დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადეს, რისი უფლებაც პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქტივიტებს შორის სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუმორჩილებლობის აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსების ნაწილი იმყოფებიან. აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში მსვლელობას მართავენ.
პარლამენტთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პოლიციის თანამშრომელი აცხადებს, რომ ვინც კანონს არღვევს, შესაბამისი რეაგირება მოხდება.