სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე აქცია-მსვლელობას ეხმიანება, რომელიც ამ წუთებში თბილისის ქუჩემში იმართება.
როგორც სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიციური პარტიები მსგავსი მოქმედებთ ამტკიცებენ, რომ საზოგადოების და სახელმწიფოს უსაფრთხოებას ებრძვიან.
სალუქვაძე წერს, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია ხელისუფლებაში მოსვლას არ იმსახურებს, ვინაიდან ხალხი არ აინტერესებთ.
1. ნაციონალური მოძრაობა, გირჩი და სხვები, ვინც ხართ ორგანიზატორები, უკვე მერამდენედ ამჟღავნებთ ამ პანდემიის დროს, რომ ებრძვით საზოგადოების და სახელმწიფოს უსაფრთხოებას. მარგინალები ხართ!
2. ხელისუფლება, რატომ არ იღებთ ზომებს. კანონი ყველასათვის ერთნაირადაა დაწერილი. სულ ახლახანს საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში წყლის ჭავლით დაშალეს მსგავსი აქციები, რომლებიც ასევე კომენდატის საათის წინააღმდეგ იყო მიმართული?
3. მთელ ევროპაშია ანალოგიური და უფრო მკაცრი მოთხოვნები. ეს მარგინალი პოლიტიკოსები ამბობენ გაუმართლებელიაო. მაგიტომ არ ხართ ხელისუფლების ღირსნი, ხალხიც და სახელმწიფოც ფეხებზე გკიდიათ,”- წერს ამირან სალუქვაძე.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუმორჩილებლობის აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსების ნაწილი იმყოფებიან. აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში მსვლელობას მართავენ.