“ვერ დამიჭერენ, გამორიცხულია… ერთი თმის ღერიც ვერ ჩამომივარდება თავიდან, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით”.
ნიკა მელია – “ნაცმოძრაობის” ლიდერი
ამის შესახებ მან გადაცემაში “მთავარ დებატებში” განაცხადა.
ამასთან, ნიკა მელიამ გადაცემაში სტუმრობისას დასძინა, რომ გირაოს გადახდას და, შესაბამისად, “ამ ფარსში” მონაწილეობას არ აპირებს. მისი თქმით, ამ ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს ის განმუხტავს, რასაც ოპოზიცია ითხოვს.
შეგახსენებთ, ნიკა მელია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით.
გუშინ კი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია პროკურატურაში გირაოს გადაუხდელობის გამო დაიბარეს. მას გირაოს თანხის გადასახდელად დამატებით, ერთკვირიანი ვადა მიეცემა.