პოეტმა, კოტე ყუბანეიშვილმა “დღის სტუმარში” სტუმრობისას განაცხადა, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათი უნდა გაუქმდეს, ხოლო კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ – “კულტურას მინისტრი არ სჭირდება”.
ამასთან, პოეტმა თეა წულუკიანს “კომენდანტი” უწოდა. მან აქვე დასძინა, რომ მზადაა თვითონ ჩაჯდეს ციხეში გიორგი რურუას ნაცვლად.
მისივე თქმით, იმისთვისაც მზადაა, რომ ციხის კომენდანტი, რომელიც “მოწამლულ წყალს” შემოაწოდებს, წულუკიანი იყოს.
ასევე, წამყვანის კითხვაზე, გამოუშვებენ თუ არა გიორგი რურუას? პოეტმა ხელისუფლებისადმი შეთავაზება გაიმეორა.
“გამოუშვან გიორგი რურუა, იმიტომ რომ ის ქვეყანას სჭირდება, მე კი ციხეშიც კარგად ვიმუშავებ”. – განაცხადა ყუბანეიშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა.