ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში 1 300 მიკროავტობუსს დეზინფექცია ჩაუტარდა

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ 1 300 სატრანსპორტო საშუალებას სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარა.

მიკროავტობუსები მგზავრებს ორშაბათიდან მოემსახურებიან, სამუშაო დღის დასასრულს კი, მათი დეზინფექცია მოხდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ყოველდღიურად განხორციელდება მძღოლების თერმოსკრინინგი, ტემპერატურის აღმოჩენის შემთხვევაში კი, მათ სწრაფი ტესტი გაუკეთდებათ.

ამასთან, უსაფრთხოების მიზნით, მიკროავტობუსებში ყველა მგზავრს მოეთხოვება, ეკეთოს პირბადე, აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა, ხოლო ტრანსპორტის გადაადგილება სავალდებულოა ღია ფანჯრებით.

იტვირთბა....