ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზაზა გახელაძე დიდი ხანია, გადმოყვანილი მეყოლებოდა ჩვენს დაქვემდებარებაში!” – რას წერს მოროშკინა სოციალურ ქსელში

ჟურნალისტი და პუბლიცისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

მოროშკინა აღნიშნულ მიმართვაში ოკუპანტების მიერ გატაცებული, ზაზა გახელაძისთვის 12 წლიანი პატიმრობი შეფარდების საკითხს ეხმიანება.

“აი, რატომ უნდა აღდგეს შერეული საკონტროლო კომისია! აი, რატომ უნდა აღვადგინოთ რუსეთთან მოლაპარაკების პროცესი! ზაზა გახელაძე დიდი ხანია, გადმოყვანილი მეყოლებოდა ჩვენს დაქვემდებარებაში! ვისაც ახსოვს 2001-2003 წლების კონფლიქტების სამინისტროს მუშაობა, დამეთანხმება, უფრო მძიმე “ქეისებიც” გვქონია და მოგვიგვარებია! პ.ს. ჩვენს მოჭიდავე ბიჭებს მოსკოვში ცხინვალელი, ავტორიტეტული პიროვნება ქომაგობს. მეტი რა მინიშნება მოგცეთ?” – წერს ლალი მოროშკინა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზაზა გახელაძეს, რომელიც ოკუპანტებმა გაიტაცეს და თვეები უკანონო პატიმრობაში ყავდათ 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

აი რატომ უნდა აღდგეს შერეული საკონტროლო კომისია!
აი რატომ უნდა აღვადგინოთ რუსეთთან მოლაპარაკების პროცესი!
ზაზა გახელაძე…

Posted by Lali Moroshkina on პარასკევი, 05 თებერვალი, 2021

 

იტვირთბა....