“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე თავის Facebook გვერდზე წერს, რომ შეიძლება ნავალნი არ მოგწონდეს, მაგრამ მისი თავგანწირვა როგორ არ უნდა მოგწონდეს?
“მეტრონომი” რომან გოცირიძის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
“- შეიძლება რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკა უფრო მოგწონდეს, მაგრამ ტრამპი როგორ უნდა მოგწონდეს?
– შეიძლება ნავალნი არ მოგწონდეს, მაგრამ მისი თავგანწირვა როგორ არ უნდა მოგწონდეს?
– შეიძლება ვიღაც დეპუტატი არ მოგწონდეს, მაგრამ თავზე ნაგვის ურნის დამხობა როგორ შეიძლება მოგწონდეს?
– შეიძლება მოწინააღმდეგე გძულდეს, მაგრამ გარეჯი ამ სიძულვის როგორ უნდა გადააყოლო?
– შეიძლება თავისუფლება გსურდეს, მაგრამ სხვისი სიცოცხლის ფასად რატომ უნდა ითხოვდე ყველანაირი შეზღუდვის გუქმებას?
– შეიძლება აქ გამოთქმულ ერთ მოსაზრებას ეთანხმებოდე და როგორ შეიძლება არ ეთანხმებოდე მეორეს?
რა არის ამის მიზეზი?
იდეოლოგია!
იდეოლოგიაა იმის მიზეზი, რომ ამ ერთის შეხედვით უდავო მოსაზრებებს “პაკეტში” არავინ მოიწონებს. ჰა, ჰა მაქსიმუმ ათი”, – წერს გოცირიძე.