მთავარი ციტატა

“ხელისუფლებამ მელიას შემოუთვალა – აბა, დამაცადეო!” – რას წერს ბონდო მძინარიშვილი

“ნიკა მელიამ შეუთვალა: – “აბა, დამიჭირე!” ხელისუფლებამ შემოუთვალა: “აბა, დამაცადე!” მულტფილმში ვცხოვრობთ, რა! “ნუ, პაგადიღა” გვაკლდა და ესეც გვაქვს!”

ბონდო მძინარიშვილი – ჟურნალისტი

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, ნიკა მელია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით.

გუშინ კი  პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია პროკურატურაში გირაოს გადაუხდელობის გამო დაიბარეს. მას გირაოს თანხის გადასახდელად დამატებით, ერთკვირიანი ვადა მიეცემა.

იტვირთბა....