ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ახევა იცის ყურის, გამწარებულმა ხალხმა! – დამაქცევარი ხელისუფლება უნდა წავიდეს” – თაკო ჩარკვიანი

“კანონი და სამართლის” ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, კომუნისტი გავრილოვის პარლამენტში შემომყვანი ხელისუფლება უნდა წავიდეს.

როგორც ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, რევოლუციებს ოპოზიციები კი არა არამედ ხელისუფლება  აკეთებს. მისივე თქმით, ოპოზიცია ვერაფრით გამოიყვანს ბედნიერ და მაძღარ ხალხს ქუჩაში.

“აზრი ერთია – ხალხის მჩაგვრელი, ბიუჯეტის მძარცველი, კორუფციაში ჩაფლული, ადამიანთა გამღატაკებელი, მოხუცის სიბერის და ახალგაზრდის მომავლის გამანადგურებელი,
კომუნისტი გავრილოვის პარლამენტში შემომყვანი და ადამიანებისთვის თვალებისდამთხრელი, ოკუპანტთან გარიგებული, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამაქცევარი ხელისუფლება უნდა წავიდეს, კინწისკვრით უნდა გააძევოს ხალხმა ( დიახ, რევოლუციებს «ოპოზიციები» არ აკეთებენ ხოლმე, არამედ რევოლუციას აკეთებს აღვირახსნილი ხელისუფლება, ოპოზიცია ვერაფრით გამოიყვანს ბედნიერ და მაძღარ ხალხს ქუჩაში, რადგან კმაყოფილი ხალხი ქუჩაში არ გამოდის, ხელისუფლების მიერ განადგურებული, უსამართლობისგან და სოციალური პრობლემებისგან გამწარებული ხალხი გამოდის ქუჩაში!

დიახ , რევოლუციას თუ ჯანყს ( რომელიც კონვენციით მონიჭებული კონსტიტუციური უფლებაა, როცა აღარანაირ გამოსავალს არ უტოვებს ხელისუფლება ) ხალხი , მხოლოდ რეგვენი ხელისუფლების საქციელიდან გამომდინარე აკეთებს – იყენებს უკიდურეს შემთხვევაში, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებს კონსტიტუციურ უფლებას!

მოკლედ, ვისაც გუგუნის ხმა არ ესმის ვურჩევდი ყური დაუგდოს დროულად! ვურჩევდი ხელისუფლებას, რადგან ყურის დაგდება ჯობია – ხალხის მიერ ყურის აწევას – ისტორიამ აჩვენა «ახევა» იცის ყურის, გამწარებულმა ხალხმა…

“პატივცემულო კანონდებილებო” ყურებს გაუფრთხილდით.” – წერს თაკო ჩარკვიანი.

აზრი ერთია- ხალხის მჩაგვრელი , ბიუჯეტის მძარცველი, კორუფციაში ჩაფლული ,ადამიანთა გამღატაკებელი, მოხუცის სიბერის და…

Posted by Tako Charkviani on პარასკევი, 05 თებერვალი, 2021

 

იტვირთბა....