თბილისში დააკავეს 1995 წელს დაბადებული მარიამ კ. და 1979 წელს დაბადებული ვასილ გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. ინფორმაციას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
სამართალდამცველებმა მარიამ კ-ს პირადი ჩხრეკისას 195 აბი, ხოლო ვასილ გ-ს პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას – 376 აბი „სუბუტექსი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს. პოლიციის ინფორმაციით, ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).