ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვფიქრობ დავით გარეჯის თემაზე ბევრად უფრო პერსპექტიული თემებია – კოდორი გაყიდა, შიდა ქართლის სოფლები გაყიდა”- რას წერს გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება. ხუხაშვილი გარეჯის საქმესაც ეხმიანება და წერს რომ თუ ამოცანა წინა ხელსუფლების დადანაშაულებაა, მაშინ “ბევრად უფრო პერსპექტიული თემებია – “კოდორი გაყიდა”, “შიდა ქართლის სოფლები გაყიდა”, “ენგურჰესი რაოს მიყიდა მემორანდუმით” .

ხუხაშვილის მოსაზრებით, მთავარი გზავნილია, რომ “რუსეთი ოკუპანტია” ჩანაცვლდეს “აზერბაიჯანი ოკუპანტია”-თი.

“თუ ამოცანაა წინა ხელისუფლების დადანაშაულება სახელმწიფო ინტერესების გაყიდვაში, ვფიქრობ დავითგარეჯის თემაზე ბევრად უფრო პერსპექტიული თემებია – “კოდორი გაყიდა”, “შიდა ქართლის სოფლები გაყიდა”, “ენგურჰესი რაოს მიყიდა მემორანდუმით” და ა.შ.

რატომ მაინცდამაინც გარეჯი, სადაც გაყიდვის ფაქტი ჯერაც არ შემდგარა, რადგან საზღვარი დადგენილი არ არის?

პასუხი მარტივია და სამიზნე არა წინა ხელისუფლება, არამედ მასობრივ ცნობიერებაზე მორიგი ძალადობაა – თუ დანაშაულებრივად გაყიდე, ე.ი. ვიღაცამ დანაშაულებრივად იყიდა, ანუ ოკუპირება მოახდინა.

ასე უნდა ვიღაცას გზავნილის “რუსეთი ოკუპანტია” “აზერბაიჯანი ოკუპანტია”-თი ჩანაცვლება…
რუსეთი კი დაგვიბრუნებს, აგერ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა – რუქები მოგვცა…”- წერს გია ხუხაშვილი.

იტვირთბა....