საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 258-ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 498 პაციენტი.
შეგახსენებთ, გუშინ, 4 თებერვალს, კორონავირუსი 583 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 671 პაციენტი, 19 კი გარდაიცვალა.