ბათუმში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის გაჩერებასთან შუა ხნის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.