ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის განახლდება სწავლა უნივერსიტეტებში

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება, თუმცა შეზრუდვის მოხსნა ამ ეტაოზე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს არ შეეხება.

როდის აღდგება სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში. დღეს, 4 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება და ასევე, შეეხება ბაღებსა და პროფესიულ სასწავლებლებს.

“ბაღებს პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, ეს პროცესი სკოლებში დაბრუნებას ეტაპობრივად მოყვება. კონკრეტულ თარიღებზე ცალკე განცხადება გაკეთდება მომავალში”, – ამბობს განათლების მინისტრი.

ცნობისთვის, მთავრობამ შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. 8 თებერვლიდან ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება. 8 თებერვლიდან ფუნქციონირებას ბაზრობებიც დაიწყებენ. სწავლა სასწავლო ოთახებიდან კი 15 თებერვლიდან განახლდება. ასევე, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.

 

იტვირთბა....