ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება

მთავრობის გადაწყვეტილებიტ, კორონავირუსის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები გეგმაზე ადრე იხსნება, თუმცა შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერი განმარტავს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად უნდა გამკაცრდეს რეგულაციების დაცვაც, რადგან ვირუსი არ გავრცელდეს.

“შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. შემდგომი შეზღუდვების შემსუბუქება იქნება 15 თებერვლის შემდგომ. ამ შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ უფრო დაჩქარება განხილული იქნება 1 კვირის თავზე. შემდგომ მთავრობის სხდომაზე შევძლებთ ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრათ, რომელი შეზღუდვები იქნება მოხსნილი.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად წესების დაცვის გამკაცრებაზე უნდა ვიზრუნოთ”,-აცხადებს გახარია.

ცნობისთვის, მთავრობამ შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. 8 თებერვლიდან ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება. 8 თებერვლიდან ფუნქციონირებას ბაზრობებიც დაიწყებენ. სწავლა სასწავლო ოთახებიდან კი 15 თებერვლიდან განახლდება. ასევე, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.

იტვირთბა....