ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პირბადის არასწორად ტარების განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება

პირბადის ტარების წესის დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად მნიშვნელოვანია,  წესები გამკაცრდეს.

„ამ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, ჩვენ წესების დაცვის გამკაცრებაზეც უნდა ვიზრუნოთ. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როდესაც პირბადის ტარების დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი ჯარიმა გაორმაგდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მსოფლიოში პანდემიის წინააღმდეგ, ვერავინ, ვერაფერი უფრო ეფექტური, ვერ მოიგონა, ვიდრე არის პირბადე, დისტანციის დაცვა, ტესტირება და შემდგომ უკვე ვაქცინაცია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წესები დავიცვათ ეფექტურად, ეს ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დაცვის ინტერესშია“, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, მთავრობამ შეზღუდვების მოხსნის დაგეგმილზე ადრე მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. 8 თებერვლიდან ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება. 8 თებერვლიდან ფუნქციონირებას ბაზრობებიც დაიწყებენ, ხოლო 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.

იტვირთბა....