“ჩანს, რომ ეს ჟურნალისტები ივანიშვილის დაფინანსებას იღებენ. ეს მისი ჩვეული სტილია, მითუმეტეს, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მან გამოყო დამრგვალებული თანხა უკრაინული მედიის მოსასყიდად. სხვაგვარად, არ შემიძლია ავხსნა, რატომ ახდენთ ცრუ პროპაგანდის ტრანსლირებას ისე, რომ არ ეკითხებით კომენტარს საქართველოს არცერთ მთავარ ოპოზიციურ პარტიებს, აღარაფერს ვამბობ ჩემზე, რომელიც თქვენგან რამდენიმე წუთის სავალზე ვიმყოფები. ტყუილი, ტყუილი და კიდევ ტყუილი. ეს უბრალოდ ფაქტების დამახინჯება კი არ არის, არამედ მათი გამოგონებაა.”
მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
აღნიშნულით სააკაშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მასალა – „სააკაშვილის ახალი მარცხი: რატომ არ იმუშავა ქართული ოპოზიციის ულტიმატუმმა“, რომლის ავტორია გამოცემის რედაქტორი იური პანჩენკო.