საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 240-ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 671 პაციენტი.