ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, მსჯავრდებული გიორგი რურუა “ფესიბუქის” საკუთარ გვერდზე მიმათვას ავრცელებს.
“მეტრონომი” გიორგი რურუას მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
,,საზღვარგარეთ მცხოვრებმა ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც თვლიან, რომ არჩევნები გაყალბდა, კარგი იქნება, რომ ორგანიზება გაუწიონ პროტესტს ყველგან – ტელევიზიებისა და გაზეთების რედაქციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პარლამენტთან და საელჩოებთან.
საქართველოში ხელოვნურად ჩაგვკეტეს და ამის საშუალება ჯერჯერობით არ გვაქვს.
მეგობრებო რას ფიქრობთ ამ იდეაზე?
სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს.
ეს არის არ დანებების ბრძოლა ჩვენი ქვეყნისათვის.
ბიძინა ივანიშვილის პირადი, (საყვარელი) პოლიტპატიმარი”, – წერს გიორგი რურუა სოციალურ ქსელში.