“ქართული ოცნება უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს ამ მემორანდუმით, რაც ელისაშვილმა წარმოადგინა, ვიდრე მეოთხე რაუნდზე სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ განიხილებოდა. შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი ვადამდელ არჩევნებზე და ეს არის უდიდესი წყალგამყოფი ელისაშვილსა და დანარჩენ ოპოზიციას შორის.”
სერგო ჩიხლაძე- “სტრატეგია აშმაშენებლის” წევრი
ამის შესახებ სერგო ჩიხლაძემ “დღის კურიერში” განაცხადა.
შეგახსენებთ, ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში ბოლო შეხვედრა 29 იანვარს გამართეს. მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, შედეგად “მოქალაქეები” პარლამენტში შევიდნენ. მხარეებმა საარჩევნო რეფორმის ცვლილებებთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც ღიაა და დანარჩენ პარტიებს შეულიათ, შეუერთდნენ.