საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა
სებ-ის ცნობით, 4 თებერვლისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარი ხვალ 3.3140 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.3072 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმრთებაში, ასევე, გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ 3.9834 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.9805 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 4 თებერვლისთვის ამოქმედდება.