ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

დედაქალაქის მერმა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოზიციაზე კახაბერ გულედანის კანდიდატურა წარადგინა

დედაქალაქის მერმა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოზიციაზე კახაბერ გულედანის კანდიდატურა წარადგინა.

კახა კალაძის თქმით, კახაბერ გულედანი რამდენიმე წლის წინ სამგორის რაიონის გამგებლის პოზიციას იკავებდა და გამოცდილი კადრია.

„კახაბერ გულედანი სულ რამდენიმე წლის წინ სამგორის რაიონის გამგებლის პოზიციას იკავებდა. შემდეგ კერძო სექტორში გადავიდა. იქამდე იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა მთავრობის ადმინისტრაციაში, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, საქართველოს მეტროლოგიის ცენტრში, საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში და ა.შ. მას აქვს ზოგადად მართვის კარგი გამოცდილება და დარწმუნებული ვარ, ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობას ის ღირსეულად გაართმევს თავს, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში იყოს წესრიგი. მინდა წარმატება ვუსურვო კახას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 

 

იტვირთბა....