ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ მოსწონს მემორანდუმის ტექტსტი ვაშაძეს? არ ვართ ჩვენ მაგრები, თვითონ ხომ არის ლომი და ვეფხვი, ჩაწეროს ლომებრ პუნქტები”- ალეკო ელისაშვილი

“მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მემორანდუმი, რომელიც მის პარტიასა და “ქართულ ოცნებას” შორის საარჩევნო რეფორმის ცვლილებებთან დაკავშირებით გაფორმდა, არის ღია და ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას შეუძლია, ტექსტში ცვლილებები განახორციელოს. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის კრიტიკასაც ეხმიანება და მოუწოდებს, თუ მას უკეთესი პუნქტების დაწერა შეუძლია, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს.

“გიორგი ვაშაძე წესით უნდა ერკვეოდეს რაღაცებში ის კანონი და კონსტიტუცია კი არ არის, რასაც ხელი მოვაწერეთ, ეს არის ღია ტექსტი, მემორანდუმი, რომელიც შეიძლება შეიცვალოს, ჩვენ იმ ტექსტზე ვემუშავეთ “ქართულ ოცნებას” და ის ტექსტი შევიმუშავეთ ერთად. არ მოსწონს გიორგი ვაშაძეს?- კეთილი ინებოს, ემუშაოს “ქართულ ოცნებას” და უკეთესი პუნქტები ჩააწერინოს. ეს კონსტიტუცია კი არ არის, რომელიც მივიღეთ, დავამტკიცეთ და არ შეიცვლება, სასაცილოა ასეთი განცხადებები. ჩვენზე მაგარი თუ არის, ადგეს და უფრო მაგარი ტექსტი დააწერინოს, რომ გმინავს და იძახის არ ვარგაო, აი, არ ვართ ჩვენ მაგრები, ვერ შევძელით, თვითონ ხომ არის ლომი და ვეფხვი, ჩაწეროს ლომებრ პუნქტები,”- განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინდელი გადაწყვეტილებით, რომლითაც ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატები არ გაუუქმდათ, “ქართულმა ოცნებამ” რეალურად მოლაპარაკების მაგიდა არ ააყირავა.

შეგახსენებთ, ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში ბოლო შეხვედრა 29 იანვარს გამართეს. მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, შედეგად “მოქალაქეები” პარლამენტში შევიდნენ. მხარეებმა საარჩევნო რეფორმის ცვლილებებთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც ღიაა და დანარჩენ პარტიებს შეულიათ, შეუერთდნენ.

იტვირთბა....