ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამირან გამყრელიძემ პანდემიის დასრულების პერიოდი დაასახელა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, “მხოლოდ საქართველოს კი არა, ვფიქრობ, მთლიანად მსოფლიოს კიდევ ერთი წელი ან წელიწად-ნახევარი დასჭირდება, რომ დაამარცხოს პანდემია და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.” ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, როდესაც აიცრება მოსახლეობის 60-70% და ჩამოყალიბდება მოსახლეობაში ე.წ. კოლექტიური ანუ საზოგადოებრივი იმუნიტეტი, მაშინ შესაძლებელია იყოს საუბარი, რომ ჩვენ ვუბრუნდებით ჩვეულებრივ რიტმს ცხოვრების, მაგრამ პირბადის ხმარება და შესაბამისად, სხვა კიდევ შეზღუდვების მოხსნა, რასაც თქვენ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს ეძახით, მე მაინც ვფიქრობ, რომ სადღაც მომავალი წლისთვის, კიდევ ერთი წელი ან წელიწად-ნახევარი დასჭირდება, საქართველოს კი არა, მთლიანად მსოფლიოს, რომ დაამარცხოს პანდემია და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....