ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 788 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 788 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 792 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 579, პისიარტესტით – 6 213.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 4,36%, ბოლო 14 დღის – 4,67%, ხოლო ბოლო შვიდი დღის – 3,87%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 259 897 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 251  077 გამოჯანმრთელდა, 3 221 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 487, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 384 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 292 პირი.

ამასთან, 2 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 580 პაციენტი.

იტვირთბა....