პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ უნდა შეუჩეროს და მხარეებს შორის მოლაპარაკებეი უნდ აგაგრზელდეს.
როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მოლაპარაკებები იძლევა საშუალებას, შეთანხმება იყოს მიღწეული მაქსიმალურად და ოპოზიციაარმდგენილი იყოს პარლამენტში.
“ჩვენ ვთვლით, რომ პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება, თუ “ქართული ოცნება” დატოვებს სივრცეს მოლაპარაკებებისთვის და არ დაუჭერს მხარს მანდატების გაუქმებას, იმიტომ, რომ ჩვენ გვგონია, რომ საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი ეს არის მოლაპარაკებების გაგრძელება,”- აცხადებს იოსელიანი.
იოსელიანი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ “მოქალაქეების” შესვლა პარლამენტში პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმების შემდეგ მოხდა.
“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ჩვენ სინდისთან ვართ მართლები. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ აქ შემოვსულიყავით და ადამიანები გამოსულიყვნენ საპატიმროებიდან. გარეთ არის დარჩენილი 54 დეპუტატი, რომელთაც აქვთ რესურსი გააგრძელონ მოლაპარაკებები და აქვს რესურსი, რომ მიაღწიოს დანარჩენს ყველაფერს რასაც ჩვენ ვერ მივაღწიეთ,”- განაცხადა ლევან იოსელიანი.
ცნობისთვის, პარტია “მოქალაქეების” წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მუშაობას დღეიდან დაიწყებენ.