ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: “ევროპის ქვეყნის ID ბარათის დამზადების სანაცვლოდ 300 აშშ დოლარი აიღო”- პოლიციამ მამაკაცი დააკავა

პოლიციამ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე 1984 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავა. აღმიშნულ ინფორმაციას შსს ავრცე;ელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, 1969 წელს დაბადებულ კ.ლ.-სთვის, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ID ბარათის დამზადების სანაცვლოდ მოტყუებით დაეუფლა 300 აშშ დოლარს.
კერძოდ, შეხვედრაზე ვ.ბ.-მ კ.ლ.-ს შესთავაზა ევროპის ნებისმიერი ქვეყნის ID ბარათის დამზადება, რომლის მეშვეობითაც იგი სასურველ ქვეყანაში უპრობლემოდ ცხოვრებას შეძლებდა, ასევე განუმარტა, რომ ID ბარათის ღირებულება იყო 5680 აშშ დოლარი და შეეძლო ამ თანხის ეტაპობრივად გადახდა. ვ.ბ.-მ კ.ლ-ს 300 აშშ დოლარი წინასწარ მოტყუებით გამოართვა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ვ.ბ თბილისში დააკავეს. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა მოქალაქეების პირადობის მოწმობები და სხვა დოკუმენტები.

თაღლითობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....