ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილის თანამდებობაზე დაბრუნების შანსი არ არსებობს”

რა შეფასებას აძლევენ პოლიტოკოსები ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას

2016 წლის არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი კვლავ ბიძინა ივანიშვილი იქნება. ეს ინფორმაცია პარლამენტის ვიცე -სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. როგორც ზვიად ძიძიურმა განმარტა, ყოფილი პრემიერი კოალიციის სათავეში ისევ იმ კონფიგურაციით დაბრუნდება, როგორც 2012 წლის არჩევნების დროს იყო. ამ თემაზე „მეტრონომი“ პოლიტიკოსებს დაუკავშირდა.

შოთა მალაშხია (ნაციონალური მოძრაობა) : არც არსად წასულა და სად უნდა დაბრუნდეს? სულ აქ იყო. ირონიის გარდა ამას არ შეიძლება სხვანაირად შეხედო. რეალურად არაფორმალური მმართველია, ეს ყველასთვის ცნობილია. ივანიშვილის თანამდებობაზე  დაბრუნების შანსი არ არსებობს ამის თეორიული შანსიც არ არსებობს, რადგან პასუხისმგებლობას ის ყოველთვის გაურბის.

ანი მიროტაძე (ქართული ოცნება): ამის შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. არვიცი კონკრეტულად რას აპირებს ბიძინა ივანიშვილი. ის რომ ჩვენი გუნდის გულშემატკივარი არის და იქნება მომავალ არჩევნებში, ეს ყველასთვის გასაგებია. ჩემთვის უცნობია თანამდებობის დაკავებას გადაწყვეტს თუ არა. გუნდში ამასთან დაკავშირებით საუბრები არ ყოფილა.

გია ჟორჟოლიანი (ქართული ოცნება):

ბიძინა ივანიშვილის მიერ განცხადება, რომ აქტიურად ჩაერთვებოდა საარჩევნო პროცესში, ადრევე იყო გაკეთებული. პრესკონფერენციაზე ახალი არაფერი თქმულა. ის აქტიური იქნება 2016 წლის არჩევნებში არანაკლებ, ვიდრე 2012-ში იყო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად პოლიტიკურ თანამდებობას დაიკავებს. პოლიტიკური ლიდერის სტატუსი არაფორმალურად დღესაც აქვს გუნდში. თუ ეს შტაბის ფორმაში გაფორმდება, ამაზე საუბარი არ ყოფილა. ამას არც გამოვრიცხავთ. ყველაფერს პროცესები გვაჩვენებს.

მანა ნოდია

იტვირთბა....