თბილისის მერი კახა კალაძე თემურ წიკლაურის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მომღერლის ოჯახის სამძიმარს უცხადებს.
,,ჩვენ გვერდით აღარ არის ყველასთვის საყვარელი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, საპატიო თბილისელი თემურ წიკლაური. კაცი, რომელმაც უკვდავი სასცენო სახეები შექმნა და თავისი შემოქმედება ყველა თაობის ადამიანს დაამახსოვრა. ვწუხვარ და ვიზიარებ მისი ოჯახისა და მეგობრების დიდ დანაკარგს”, – წერს კალაძე.
ცნობისათვის, მომღერალი თემურ წიკლაური კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად დღეს გარდაიცვალა.