ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“2 მილიონამდე ლარის ღირებულების 8 მანქანა გამორჩა ეტყობა” – გვარამია მეუფე საბას პასუხობს

“მთავარი არხის” დამფუძნებელ ნიკა გვარამია ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს.

„2 მილიონამდე ლარის ღირებულების 8 მანქანა გამორჩა ეტყობა, მარტო პრეზერვატივები – ემცხეთა კარგი.

პრეზერვატივების ამბავსაც მოვუყვებით შემდეგ შაბათს.

p.s საცდური იმისგან მოდის, და ღმერთთან მისვლას ის აბრკოლებს, ვინც ქურდებისგან საჩუქრებს იღებს და ვისაც რვა მანქანა ყავს და ერთის დატოვების და სხვების ღარიბებისთვის მოხმარების ნაცვლად, რვავე უძვირეს მანქანას სერიების და ნომრების მწკრივში აქცევს. ასეთს ვინ დაუჯერებს, რომ მასზე გადის ღმერთამდე მიმავალი გზა? კაცი, რომელიც თავისი პირადი მაგალითით გვეუბნება, რომ ღმერთამდე მარტო მერსედესით მიხვალ“ – წერს ნიკა გვარამია.

ცნობისათვის, მეუფე საბა “მთავარ არხზე”  გასულ რეპორტაჟს გამოეხმაურა, სადაც სასულიერო პირის ბიზნესინტერესებზე იყო საუბარი.

 

 

იტვირთბა....