პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო აგრძელებს მუშაობას, რომ ქვეყანაში დამატებითი ვაცქინები შემოვიდეს.
აღნიშნული განცხადება პრემიერმა საქართველოში კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინის საკიტხზე კომენტირებისას გააკეთა.
„ვაგრძელებთ მუშაობას და თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში გვექნება დამატებითი ვაქცინები ქვეყანაში. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ საქართველოში იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული და ავტორიზებული ვაქცინა, რომელიც არ შეუქმნის რისკს ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ, ჩვენ ერთი მხრივ ვფრთხილობთ,მაგრამ მეორე მხრივ, მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც „ფაიზერის“ ვაქცინას მიიღებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველები, ვინც აიცრებიან, იქნებიან ექიმები“, – განაცხადა გახარიამ.