ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველო იქნება პირველი 18 ქვეყნის სიაში, რომელიც მიიღებს “ფაიზერის” ვაქცინას” – გახარია

“უმდიდრესი, სისტემური სახელმწიფოები იღებენ სულ უფრო ძიმე შეზღუდვებს, რადგან ხედავენ, რომ ვაქცინაციის იმ გეგმას, რომელსაც თავიდან ეგონათ, რომ განახორციელებდნენ, ვერ ახორციელებენ. ეს არის ობიექტური რეალობა,” – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს გააკეთა.

როგორც პრემიერი ამბობს, პირველ რიგში “ფაიზერის” ვაქცინა იმიტომ მივიღეთ, რომ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად სამედიცინო პერსონალი ავცრათ, რაც უაღრესად მნიშვენლოვანია.

„ჩვენს შემთხვევაში, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მინდა, მადლობა გადავუხადო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელს. ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში და როგორც შედეგი, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო იქნება პირველი 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ „ფაიზერის“ ვაქცინას. „ფაიზერის“ ვაქცინას მივიღებთ პირველ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველ რიგში, ავცრათ სამედიცინო სფეროს ექიმები, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი“,. – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში  Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები თებერვლის ბოლომდე შემოვა.

იტვირთბა....